|
2023-12-27 13:38:14, 2122 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში
დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფუნდამენტური ფაქტორია ტურიზმის სწრაფი აღდგენა. "გასულ წელთან შედარებით, გვაქვს ტურისტული ნაკადების 25%-ით ზრდა აჭარაში, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში. ასევე, მდგრადია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტი დავგეგმოთ იმ ძალისხმევით, ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების შექმნას, ტურისტული ატრაქციების მოწყობას. ასევე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი 20%-იანი ზრდა ტურისტული ნაკადების, შესაბამისად, სწორი მარკეტინგული ძალისხმევით და საიმიჯო ღონისძიებებით შევძლებთ, რომ აჭარა გადავაქციოთ ოთხი სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ტურისტების ვიზიტების რაოდენომა რეგიონში 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, ოთხჯერ არის გაზრდილი. ხოლო 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებზსე ვიზიტების რაოდენობა კი 20% -ით გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)