|
2023-12-26 11:45:16, 719 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე - "ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და "მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას". "მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. მინდა, გავიმეორო ის მიღწევები, რომელსაც ჩვენ 11-წლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. მინდა შევეხო რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს. დემოკრატიზაციის გზაზე ძალიან ძლიერი და სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევით არ არის, რომ 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ასევე, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა... მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართვრლო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას. აი, ეს არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად ვაღწევთ ამ შედეგებს - პარლამენტი, მთავრობა, მთელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა ამაში თქვენი - ელჩების როლი არის ძალიან დიდი",- თქვა ღარიბაშვილმა.
ტრამპი: თურქეთი F-35-ებს მიიღებს
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)