17:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 16:31:47, 772 ნახვა

მსოფლიო
WSJ - ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული

"ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი დასავლურ სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებსა და კრემლის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა მათ განუცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც რუსი მაღალაჩინოსნების ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, პატრუშევმა თავის თანაშემწეს უბრძანა, დაეწყო პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადება, რომელიც ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა.

"დასავლეთის დაზვერვის ოფიცრებისა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, მეთაურის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რწმუნებულმა, ყოფილმა ჯაშუშმა ნიკოლაი პატრუშევმა.

პატრუშევის როლი პრიგოჟინის მოკვლის გეგმის განხორციელებაში აქამდე არ იყო ცნობილი", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. 

ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics