19:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 21:44:13, 629 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - თქვენ ხმა საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ისმის ბრიუსელში - იმედი მაქვს, ეს გასაგები იქნება EU-ის სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში

თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების მიღება და მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გადაცემა.

"მე მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურეს, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს გადავუგზავნო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics