|
2023-12-13 17:54:13, 621 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე 1 მილიარდ 816 მილიონი ლარი დაიხარჯება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 816 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის წინა ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 14 მილიონ ლარზე მეტით. მისი თქმით, აღნიშნული თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებზე გადასაცემ თანხას წარმოადგენს, რომელსაც 2024 წლიდან ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტრო გადაურიცხავს შესაბამის მუნიციპალიტეტებს. ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება:
"პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა; სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 87,5 მილიონი ლარი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)