|
2023-12-13 15:01:17, 638 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - EU-ის სტატუსზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და პროპაგანდისთვის გამოიყენებს
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით რუსეთი ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას - რა შედეგი ექნება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფით პასუხს - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "ეს ძალიან ცუდი იქნება". "ძალიან ცუდი. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, განსაკუთრებით ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. ვფიქრობ, რომ ვალდებულები ვართ, 27 წევრი სახელმწიფოს წინაშე არ განვიხილოთ ეს სცენარი, სანამ ეს არ მოხდება, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ. მაგრამ ნთელია, რომ იმედგაცურება იქნება დიდი და ეს რუსეთს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუება არის ის, რაც საუკეთესოდ შეიძლება გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მანიპულირებენ პროპაგანდას და ყალბ ამბებს. ისინი დაიწყებენ ევროკავშირის დადანაშაულებას საქართველოს დავიწყებაში, საქართველოს დანგრევაში. ყველა ეს თემა, რა თქმა უნდა, მომდინარეობს რუსეთიდან და ითამაშებს მათ სასარგებლოდ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რუსეთი ამით ისარგებლებს, ჩათვლის, რომ საქართველო რჩება ნაცრისფერ ზონაში. რუსეთი ჩათვლის, რომ ეს მათი თამაშია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)