21:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 21:36:05, 815 ნახვა

პოლიტიკა
პაველი - მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილისა და პაველის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველო ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება.

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი", - განაცხადა პეტრ პაველმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics