09:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 14:28:58, 702 ნახვა

საზოგადოება
NDI - დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.

კვლევის თანახმად, ქვეყნის დატოვების სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • 2022 წლის დეკემბერში, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები იყო ასეთი: მოსალოდნელია - 20%, არ არის მოსალოდნელი - 76%, არ ვიცი - 4%. 
  • 2023 წლის მარტში, პასუხები ასე გადანაწილდა: მოსალოდნელია 15%, არ არის მოსალოდნელი - 82%, არ ვიცი - 3%.
  • 2023 წლის ოქტომბერში, კი  პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: მოსალოდნელია - 16%, არ არის მოსალოდნელი - 80%, არ ვიცი - 3%. 

ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics