|
2023-12-11 11:06:41, 1321 ნახვა
სამართალი
შსს - 2023 წლის პირველ 9 თვეში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია
2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 272 გახსნილია. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, რაც 4.04%-იან ზრდას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების - 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების - 22, 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის - 86, გარყვნილი ქმედების კი 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ 9 თვეში სულ 41 126 დანაშაულის ფაქტი დაარეგისტრირეს (წინა წელთან შედარებით 2.11%-იანი კლება), რომელთა 63.09% გახსნილია. სტატისტიკის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)