|
2023-12-09 17:36:34, 1258 ნახვა
სამართალი
რატი ბრეგაძემ საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა
რატი ბრეგაძემ საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ბრეგაძის თქმით, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის" მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე. ითქვა, რომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველა რესურსის მობილიზებას, რათა დაკავების ორდერების აღსრულება მოხდეს. "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულად აფასებს ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომლის იმპლემენტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ომით დაზარალებულთა დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოსთან არსებული მჭიდრო, ეფექტიანი და ინსტიტუციური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)