23:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 13:01:53, 678 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მელია ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო - გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო - შევიდა, არ წავალ პარტიიდანო - წავიდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, "ნაციონალური მოძრაობა" "კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია".

"აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით - შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო  და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში "იმედი LIVE".

შეგახსენებთ, გუშინ, 7 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მელიას თქმით, ახალ პარტიას აფუძნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics