|
2023-12-06 09:50:20, 1050 ნახვა
მსოფლიო
მედია - დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი 37 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის პაკეტის თაობაზე გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი უკრაინისა და მისი რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული. "აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული და რომლის შესახებ ქვეყანამ ივნისში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა“, - წერს მედია. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის საერთო ჯამში 9.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)