00:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 19:16:51, 720 ნახვა

მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო მინისტრი - არსებულ პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია

არსებულ პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარიმ განაცხადა.

ბლანარის თქმით, უკრაინისათვის უნდა არსებობდეს მომავალში წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის არსებობს.

"ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია [უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება]. მე მაინტერესებს, მაგალითად, როგორ დაასაბუთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უპასუხებს კითხვას, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები სამხედრო კონფლიქტში მყოფ ქვეყანასთან", - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics