|
2023-12-05 15:53:00, 1550 ნახვა
რეგიონი
„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კერძების მომზადების მასტერკლასები მიმდინარეობს
ბათუმში პირველი გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების ბელგიელი, ფრანგი, ლატვიელი და თურქი შეფები ადგილობრივ მზარეულებს ხორცის, თევზისა და სოუსების მომზადების მასტერკლასს უტარებენ. "სამი დღის განმავლობაში, აჭარაში მოქმედი სხვადასხვა რესტორნებისა და კვების ობიექტების მზარეულები უცხოელი კოლეგებისგან კერძების მომზადების თანამედროვე ტექნიკებს, სტანდარტებსა და გამოცდილებას ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს. ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, კულინარიული ექსპერიმენტები შეფებისგან და ავთენტური კერძების პოპულარიზება, გასტრონომიის როლი და განვითარება კურორტებსა და რეზორტებში, გასტრონომიული კონფერენციების, კულინარიული შეჯიბრების შედეგები და მნიშვნელობა, ბასკეთის მაგალითი „როგორ შეიძლება იქცეს რეგიონი გასტრონომიის ეპიცენტრად“, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა. ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებად მოწვეულები იყვნენ PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. უცხოელი შეფების მიერ მომზადებული კერძების ვიდეოგაკვეთილების ნახვა მსურველებს serviceajara.ge- ზე შეეძლებათ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)