06:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 12:56:16, 696 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ალ-შიფას დირექტორი და რამდენიმე ექიმი დააკავა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე უფროსი ექიმი დააკავა. ამის შესახებ მედიას სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხალიდ აბუ სამრამ განუცხადა.

სამრას თქმით, დაკავებული დირქტორი მოჰამედ აბუ სალმიაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ აბუ სალმიას დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლას ცდილობდა.

IDF-მ დაკავებული დირექტორი დაკითხვაზე გადაიყვანა.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.

16 ნოემბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი.

მოგვიანებით, ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics