15:23 - 20 Aug, 2026
|
2023-11-23 12:30:28, 1097 ნახვა
სამართალი
ყაზახეთის გენროკურატურა - საქართველოში ფინანსური პირამიდის შექმნაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოში ფინანსური პირამიდის შექმნაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ყაზახეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ფინანსური პირამიდით ზარალმა 3,6 მილიარდ ყაზახურ ტენგეზე მეტი შეადგინა, საქმეში კი 600-ზე მეტი დაზარალებული ფიგურირებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის კოორდინაციით ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 2020 წლის მარტიდან იძებნებოდა. მას ბრალად ედება ფინანსური პირამიდის შექმნა და მართვა, სადაც ზარალმა 3,6 მილიარდ ტენგეზე მეტი შეადგინა. სისხლის სამართლის საქმეში 600-ზე მეტი დაზარალებულია. ამჟამად მისი ექსტრადიციის საკითხი წყდება", - აღნიშნულია ყაზახეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)