09:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 11:04:44, 923 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ დაჯგუფება ისრაელთან „საზავო შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა“

"ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისრაელთან "საზავო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს" არის. ამის შესახებ ჰანიემ Telegram-ზე დაწერა.

ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც "ჰამასმა" კატარში შუამავლებს პასუხი გასცა.

"მოძრაობამ თავისი პასუხი გასცა კატარში მცხოვრებ ძმებს და შუამავლებს და ჩვენ ახლოს ვართ ზავის შეთანხმებასთან",- დაწერა ჰანიემ.

შეთანხმებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გავრცელებულა. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას სექტორში სახმელეთი ოპერაცია დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics