01:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 13:32:06, 705 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე ამერიკელ მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

​გენერალურ პროკურატურაში, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე, მაიამი-დეიდის საოლქო სასამართლოს ოჯახში ძალადობის საქმეთა დანაყოფის მოსამართლეებთან, კელი ქეროლთან და ელიზაბეტ ესპინოზასთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი ხატია ყანდიაშვილი და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ანა ლეკიაშვილი ესწრებოდნენ.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიდგომები გააცნეს. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics