|
2023-11-15 19:21:31, 2122 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. "აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები. ასევე, იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი, დაიწყება დამატებითი სასწავლო შენობებისა და სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება. სამუშაო შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე აჭარის მთავრობის, სამინისტროს და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)