05:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 15:12:20, 697 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება

"თიბისის" განათლების პროგრამის მხარდაჭერით და  თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით 24-30 ნოემბერს Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით, ისწავლიან იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს. ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია "თიბისი". გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data  Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, "თიბისი" აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს "თიბისის" პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.

თბილისის Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი: https://mtr.cool/kvyjrdrmid.

პროექტი ჩატარდება თბილისის ტექნოპარკში, მისამართი: ინოვაციების ქ. N7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics