10:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 13:39:21, 586 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველა კვლევაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი, ენმ-ს აქვს 20% ან ნაკლები

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ პარტიულად დავუკვეთოთ კვლევები შესაბამის ორგანიზაციებს და ჩვენი მონაცემების მიხედვით, არის შემდეგი სურათი: ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩატარებულა, სადაც შეიძლება გვქონოდა 50%-ზე ნაკლები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მმართველ პარტიას 50 პროცენტზე მეტი ჰქონდა, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს 20 პროცენტი, დანარჩენი პარტიები კი ბარიერს მიღმა რჩებიან.

„ყველა კვლევაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ალოკაციით გვქონდა 50%-ზე მეტი. 55%-ზე მეტი იყო ჩვენი რეიტინგი უმეტეს შემთხვევაში, რასაც საბოლოო ჯამში არჩევნებზე ნახავს საზოგადოება. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობა“ არის 20% ან ნაკლები ბოლო კვლევების თანახმად და ვერც ერთი სხვა პარტია, დღევანდელი მონაცემებით ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საარჩევნოდ და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს",- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics