|
2023-11-13 16:08:15, 1102 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის?“ 5-დან მე-9 კლასის ჩათვლით 9 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას, ხოლო 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით 11 საჯარო სკოლა. „5-დან მე-9 კლასის ჩათვლით გუნდებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ქედის საჯარო სკოლა; II ადგილი - ახოს საჯარო სკოლა; III ადგილი - ზვარის საჯარო სკოლა. რაც შეეხება, 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: I ადგილი - ცხმორისის საჯარო სკოლა; II ადგილი - წონიარისის საჯარო სკოლა; III ადგილი - ხარაულის საჯარო სკოლა. ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" აჭარის ინტელექტ-კლუბმა ჩაატარა. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)