|
2023-11-10 17:37:55, 1291 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და ღვინის სააგენტოს ორგანიზებით ქართველი მეღვინეები კორეელ ღვინის პროფესიონალებს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკი“ სტუმარმასპინძლობის და ღვინის ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა ღვინის ეროვნული სააგენტოსთან და კორეულ მარკეტინგულ კომპანია „Wine21.com” - თან ერთად, ქართველი მეღვინეებისთვის კორეელ ღვინის პროფესიონალებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა. მას ესწრებოდნენ იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ჟურნალისტები და ინფლუენსრები. მეღვინეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ ღვინის პროფესიონალებს და გაეცნოთ საკუთარი პროდუქტი. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველო - კორეას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდას კორეის ბაზარზე. „საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ღვინის ბიზნესის მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელსაც უნიკალური 8000 წლიანი ტრადიცია აქვს და ამ შეხვედრის მიზანსაც კორეელი ღვინის პროფესიონალებისთვის ადგილობრივი ღვინის გაცნობა, ქართველი მეღვინეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საგარეო ვაჭრობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ინფორმაციისთვის, ღვინის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთი პროდუქტი შექმნა. აგროპროდუქტების შესახებ არსებული შესაძლებლობების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)