|
2023-11-09 16:49:52, 1045 ნახვა
სამართალი
შსს შეპელევზე - საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა
რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტის, რაფაილ შეპელევის საქართველოში შესაძლო გაუჩინარების საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12 ოქტომბერს, აქტივისტი გორში, იქიდან კი, ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა. უწყების ცნობით, რაფაილ შეპელევმა "საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა". "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, "არტპოდგოტოვკას" აქტივისტ რაფაილ შეპელევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რუსულმა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება - Первый отдел-მა გაავრცელა. Первый отдел-ის ცნობით, გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)