15:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 11:49:22, 659 ნახვა

პოლიტიკა
„რადიო თავისუფლება“ - ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 9 დათქმით გასცემს

ევროკომისია აპირებს, გასცეს რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით. აღნიშნულის შესახებ "რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

"რადიო თავისუფლების" წყაროს ინფორმაციით, 9 დათქმიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

დათქმების ნაწილი იქნება:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  • სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
  • ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატება ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
  • კორუფციასთან ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ანგარიშში განიხილება, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics