|
2023-11-05 11:29:41, 1151 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე 12 საქნციების რაუნდს გამოაცხადებს, მკაცრდება არსებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობა
ევროკავშირი მომავალ კვირას გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 რაუნდს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 ნოემბერს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. "მომავალ კვირას ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების ახალ მე-12 პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ განვახორციელებთ სანქციებს მანამ, სანამ მშვიდობა არ დადგება", - განაცხადა ევროპელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან მიუთითა, რომ პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ზომები არსებული შეზღუდვების გვერდის ავლისთვის, ასევე სანქციები ორმაგი დანიშნულების საქონელზე და რუსული ბრილიანტის აკრძალვა. სააგენტომ აღნიშნა, რომ სანქციები გავლენას მოახდენს შედუღების აპარატების, ქიმიკატების და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე. პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების აკრძალვა; გარდა ამისა, შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს 100-ზე მეტ ფიზიკურ და ოთხ ათეულ იურიდიულ პირზე. ასევე განიხილება რუსების „სენსიტიურ“ სექტორებში დასაქმების აკრძალვები და რუსული აქტივების ევროკავშირში რეპატრიაცია.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)