10:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 10:43:20, 784 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ქალაქ მარნეულში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფოტმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს ნაადრევი ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის დანაშაულების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

"შეხვედრაზე პროკურორმა ახალგაზრდებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ქორწინების იძულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე ინფორმაცია მიაწოდა.

საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების პროცესში დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში შეტყობინების საკითხსა და მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ასევე, ყურადღება დაეთმო სტატისტიკური მონაცემების განხილვას.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ბარიერების შესახებ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქორწინების იძულება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics