19:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 22:17:00, 608 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციამ – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები" – სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის  პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.
 
"კონფერენციის მუშაობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას.
 
კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; განხორციელდა ვიზიტი თბილისის იუსტიციის სახლში,
 
3 ნოემბერს კი, კონფერენციის დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics