|
2023-11-01 16:57:48, 958 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით B2B აგროფორუმი გაიმართა
აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, საქართველს ბანკმა, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმი გამართა. B2B აგროფორუმის მიზანი ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა გახლდათ და მის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. აგროფორუმში მონაწილეობა 50 - მდე მეწარმემ მიიღო, რომლებმაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში წარადგინეს საკუთარი პროდუქცია. ფორუმს 200 - მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საკონსულტაციო კომპანიები Galt & Taggart, EuroMonitor, EDA,Globalize, AGRIMNT, Spag Group,Agritrade Solutions, SST Sensors & Smart Technologies და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში. „საქართველოს ბანკისთვის“ აგროსექტორი ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენს პორტფელში მნიშვნელოვანი წილი უკავია. ქართული პროდუქციის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჩვენ არაერთი პროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები ვყოფილვართ და B2B აგროფორუმიც ამის დასტურია. ფორუმის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალ ბიზნეს პარტნიორებს შეხვედროდნენ და დაემყარებინათ სტრატეგიული პარტნიორობა, რათა უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვუჭერთ მხარს სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი აგროსექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)