21:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 13:33:38, 911 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მონეტარული პოლიტიკის შედარებით ნაკლები შერბილების მოლოდინი

ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ თემატური პუბლიკაცია "თიბისი კაპიტალმა" 17 ივლისს გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან არაერთი, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერ შერბილებაზე მიუთითებს. სებ-ის განახლებული მოლოდინებითაც, შერბილების ციკლი გრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით.

ამ ვრცელი ჩამონათვალიდან, გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, წინა წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა. ამასთან, "თიბისი კაპიტალი" ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი აქვს სავალუტო შემოდინებების სწორედ ნორმალიზებას და არა შემცირებას. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ "თიბისის" მონაცემებზე დაყრდნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში ტურისტული ხარჯები კვლავ შემცირებულია, თუმცა ოქტომბრის ჯამური ტურისტული შემოდინებები, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მზარდია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ისრაელიდან გზავნილების კუთხით ჯერჯერობით ნეგატიური ტენდენცია არ იკვეთება. ჯამური გზავნილების მხრივ კი, "თიბისი კაპიტალის"  პუბლიკაციებს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანალიტიკური მიზნებისათვის, რუსეთიდან გადმორიცხვების მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, რის შემდეგაც, არსებითად უფრო უკეთესი სურათი იკვეთება.

მთლიანობაში, "თიბისი კაპიტალის" მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კვლავ კიდევ ერთი - 0.25%-იანი შერბილებაა მოსალოდნელი. 2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარი, ნაცვლად ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული 8.25%-სა, სხვადასხვა სცენარის ალბათობების შეწონვით, დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება.  

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics