22:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 14:45:13, 752 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ოპოზიციას - სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი - „დაყავი და იბატონე“, ერთმანეთთან შეტევებს თავი დაანებეთ

მოვუწოდებ ყველას, იყვნენ კოორდინირებული და ერთმანეთთან შეტევებს დაანებონ თავი, იმიტომ, რომ ეს ხომ სხვისი თამაშია, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი - "დაყავი და იბატონე", - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას ოპოზიციის წარმომადგენლებს.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ "სისტემის შეცვლას" ერთიანობით უნდა მიაღწიოს.

"ახლა დრო არის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის, ახალი ხალხის შემოსვლის და საზოგადოების გამზადების გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის თავისი საბოლოო არჩევანის დასამტკიცებლად. არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს. წინა სამი არჩევნები მთავრობამ უკვე წააგო და ახლა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ აღარ გარისკოს და ელექტრონულად დაიწეროს, არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ამისთვის საჭიროა, ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კი არა, ყველას ჩართვა.

მოვუწოდებ ყველას, ამ საქმეში იყოს კოორდინირებული და ერთმანეთთან შეტევებს დაანებონ თავი, იმიტომ, რომ ეს ხომ სხვისი თამაშია, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი, რომ "დაყავი და იბატონეს" - პრიმიტიული ვარიანტი...

სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად, ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, რომ დავაქორწინოთ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები პოლიტიკაში ვინც არის, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ ამ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით და მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი, მოახდინოს ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics