20:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 13:12:51, 1514 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს რომლებიც უარს ამბობენ უკრაინელთა პოზიციებს შეუტიონ ავდეევკაში - კირბი

შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან თავის ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინელთა პოზიციებს შეუტიონ ავდეევკაში - განაცხადა  ჯონ კირბიმ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების  საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
 "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიის სამხედრო მეთაურობა  სიკვდილით სჯის  იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე-  სამხდრო ხელმძღვანელობა რიგით მებრძოლებს ემუქრება, რომ დახვრეტენ  მთელ ქვედანაყოფს,  თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ", - აღნიშნა  კირბიმ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, რუსების დანაკარგებმა ავდეევკაში გადააჭარბა უგლედარში განადგურებული ოკუპანტების ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობას. 

 კირბიმ აღნიშნა, რომ 11 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის ფედერაციამ ავდეევკაში განადგურებულების სახით სულ მცირე ჯავშანტექნიკის ( ტანკი; ქვეითთა საბრძოლო მანქანა; ჯავშანტრანსპორტიორი)  125 ერთეული დაკარგა. 

 კირბის თქმით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ გააჩნია „შეტევითი შესაძლებლობები“ და მომდევნო თვეებში  სხვადასხვა მიმართულებებზე  შესაძლოა  მიაღწიოს  გარკვეულ ტაქტიკურ გარღვევებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics