21:07 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 23:09:21, 688 ნახვა

ეკონომიკა
სერბეთის ვაჭრობის მინისტრი - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისა და ახალი ეკონომიკური იდეებისთვის

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან - სერბები პატივს სცემენ ქართველ ხალხს და ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ სუვერენიტეტს. თბილისში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქის სილამაზით, მას აქვს განსაკუთრებული ენერგია და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ, გამორჩეულ მაღალჩინოსნებთან ერთად, - ეს განცხადება სერბეთის  რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ტომისლავ მომიროვიჩმა გააკეთა, რომელმაც 26 ოქტომბერს თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმის ფარგლებში ისეთი თემების განხილვა,  როგორებიცაა ვაჭრობა, შესაძლებლობები, მშვიდობა, ასევე მიდგომები, თუ როგორ გაიზარდოს ინვესტიციები კავკასიის, ბალკანეთის რეგიონებსა და მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ.
 
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისთვის, ახალი ეკონომიკური იდეებისთვის. მეტი ინვესტიცია უნდა გამოვიმუშაოთ, უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი კავშირი ჩვენს ეკონომიკებსა და ქვეყნებს შორის", - განაცხადა მინისტრმა.
 
მისი შეფასებით, საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები კარგზე უკეთესია და ხალხს შორის, ტრადიციულად, ძალიან თბილი ურთიერთობაა.
 
„თუმცა, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ამიტომ ვარ აქ. გვექნება შეხვედრა  ვიცე-პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ახალ პერსპექტივებს ჩვენი ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის საქართველოსა და სერბეთიდან და, ასევე, ვიპოვით უკეთეს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნა მომიროვიჩმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics