|
2023-10-26 16:54:34, 629 ნახვა
ეკონომიკა
ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი - ყურის არაბულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაღრმავდა
„აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობის, საქართველოსა და ყურის არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა, რომელიც თბილისში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში „ვაჭრობა მომავლისთვის" მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის შიგა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი ელჩი ერინ ელიზაბთ მაკკი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივანი ელჩი ლაზარ კომანესკუ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი. პანელური დისკუსიის სპიკერები საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან საკითხებს და ამ კუთხით ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ ასპექტებს განიხილავენ. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, „აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი პლატდფორმაა ამ საკითხების საერთაშორისო ფორმატში გასახილველად. „ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხებზე, აბრეშუმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის 6 ქვეყნისთვის და ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, 2017 წელს ჩვენ გავაფორმეთ სამოქმედო გეგმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის, რომლის შედეგადაც გაღრმავდა ურთიერთობები და გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ჩვენ ვმუშაობთ ახალ სქემებზე, ახალ გეგმებზე, რომ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)