|
2023-10-26 14:06:56, 672 ნახვა
ეკონომიკა
კობახიძე - „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ისტორიული დანიშნულება აქვს, ის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის
ვფიქრობ, 2015 წლიდან უკვე ისტორიული დანიშნულება აქვს „აბრეშუმის გზის ფორუმს, არამხოლოდ პოლიტიკურ და გლობალურ ველზე. ჩვენი აქ ყოფნა, ბიზნესის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თვალსაზრისით და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ ისაუბრა. კობახიძის თქმით, წელს ფორუმს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ჰაბისა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზების კუთხით. „მთელი რიგი ბიზნესშეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციის განსაზღვრა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოდგენილი არიან, როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან",- განაცხადა ნინო კობახიძემ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)