|
2023-10-20 22:17:43, 1121 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, კიტაკ ლიმი თბილისს ეწვევა და 26 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრება. ლიმი მოხსენებით წარდგება სესიაზე „შუა კორიდორი," რომელშიც საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კიტაკ ლიმი კორეის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციას 1985 წელს შეუერთდა. 2006 წელს იგი დაინიშნა საზღვაო ატაშედ, მრჩეველად კორეის რესპუბლიკის საელჩოში ლონდონში და 2009 წლის აგვისტომდე IMO-ში მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა. მოგვიანებით ლიმი დაინიშნა საზღვაო უსაფრთხოების ბიუროს გენერალურ დირექტორად სახმელეთო, ტრანსპორტისა და საზღვაო საქმეთა სამინისტროში (MLTM), ხოლო შემდეგ გახდა პუსანის პორტის პრეზიდენტი. 2016 წლიდან კიტაკ ლიმი IMO-ს გენერალური მდივნის პოზიციას იკავებს. „აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისში მიმდინარე წლის 26 - 27 ოქტომბერს ჩატარდება და მას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)