21:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 14:58:04, 768 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე ICARDA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, შეხვედრაზე ცენტრსა და ICARDA-ს შორის სოფლის მეურნეობის მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა.

"ICARDA-ს უზბეკეთის რეგიონულმა მენეჯერმა, აკმალ აკრამხანოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო.

მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) 1975 წლიდან ახორციელებს კვლევის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს მშრალი ზონების 50 ქვეყანაში.  ცენტრი აერთიანებს კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს. ქსელში გაერთიანებულ ორგანიზაციებს აღნიშნული საერთაშორისო სასელექციო ცენტრებიდან მიეწოდებათ გაუმჯობესებული სასელექციო მასალა, რომელიც წარმოდგენილია სუფთა ხაზებამდე მიყვანილი ჰიბრიდული ფორმებით და პერსპექტიული გენოტიპებით. ახალი ჯიშის მისაღებად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასელექციო-საწყისი მასალის მრავალფეროვნებას, მათ შესწავლას, რეგიონისათვის საუკეთესოს შერჩევას და გამოცდას.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სერტიფიცირების დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსი თამარ ჯინჯიხაძე და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ცოტნე სამადაშვილი ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics