|
2023-10-18 17:54:59, 747 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - „ოცნებამ“ დღეს წაუგებელი თამაში ითამაშა - ყველა შედეგი ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს წაუგებელი თამაში ითამაშა, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობენ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ხელი ბოლომდე შეუშალონ. „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ცდილობენ, ეს განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს ამას ადასტურებს, რომ ბოლომდე გააგრძელონ ხელის შეშლა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის პროცესის და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის ფარგლები შემოსაზღვრონ. რეალურად, მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დააწერინეს შესაბამისი დასკვნა, დაადგენინეს, რომ პრეზიდენტის მოქმედებებში არის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი და ბუნებრივია, შემდგომ ამით ისინი შეზღუდავენ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების კუთხით. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტის როლი გამოკვეთოს როგორც ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ევროინტეგრაციისთვის იბრძვის და პოლიტიკური კაპიტალი ამ მხრივაც დააგროვებინოს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებით და დღევანდელი მისი გამოსვლის არცერთი პასაჟი, არცერთი წამი არ დაეთმო სწორედ ბიძინა ივანიშვილს, მისი ოლიგარქიულ მმართველობას, რომ ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის. ამიტომ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა თავის მხრივ, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა“,- განაცხადა ბეჟაშვილმა ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)