21:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 12:32:04, 657 ნახვა

საზოგადოება
იური ნოზაძემ ICARDA-ს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით პრიორიტეტულ საკითხებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ICARDA მზად არის არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან ერთად.

„მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) 1975 წლიდან ახორციელებს კვლევის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს მშრალი ზონების 50 ქვეყანაში. ცენტრი აერთიანებს კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან მასალას და შესწავლის გეგმებს.

ICARDA-ის რეგიონული მენეჯერის, აკმალ აკრამხანოვის განცხადებით, მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრისთვის მნიშვნელოვანი იყო მოესმინა ინფორმაცია იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნოდარ ხატიაშვილი, ICARDA-ს რეგიონალური მენეჯერის მოადგილე რუსტამ იბრაგიმოვი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალის ხელმძღვანელი საქართველოში ვახტანგ მშვიდობაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics