|
2023-10-16 16:15:19, 973 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სებ-ის რეზერვები ისევ რეკორდულად მაღალ დონეზეა
სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია. დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, როგორც ჩანს, მიზეზები წინა თვის ანალოგიური იყო. ამასთან, შედარებით ნაკლები ადგილობრივი დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილების რეექსპორტის დინამიკა საყურადღებო იქნება. მაშინ, როდესაც ისრაელში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის გამოვლენისათვის თავისთავად მეტი დროა საჭირო, 13 ოქტომბრის მონაცემებით, "თიბისის" არხებით განხორციელებულ საბარათე ხარჯებსა და გზავნილებში ნეგატიური ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ამ საკითხზე უფრო დეტალური მიმოხილვა "თიბისი" კაპიტალის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე საყურადღებოა, რომ გასულ პერიოდში სებ-ის მიერ აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციების გათვალისწინებითაც, როგორც მთლიანი, ისე წმინდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისევ მაღალ დონეზეა. წმინდა რეზერვების მაჩვენებელი ბოლო დაახლოებით წელიწადნახევრის პერიოდში გაორმაგებულია. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)