05:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 18:12:41, 741 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო მინისტრი - თუ ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის სექტორის დაბომბვას, ეს კონფლიქტი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ისრაელის ოპერაციას ღაზაში "სამხედრო დანაშაული" უწოდა.

ჰოსეინ ამი-რაბდოლაჰიანმა ლიბანში ვიზიტისას განაცხადა, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის სექტორის დაბომბვას ეს კონფლიქტი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში იმყოფება, სადაც ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ჰეზბოლას ლიდერს შეხვდა.

"შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და ჰეზბოლას გენერალურ მდივანს. ჩვენ მივმართეთ თხოვნით ეგვიპტეს, გაეროს გენერალურ მდივანს და წითელ ჯვარს, რომ ნება დაგვრთონ, სურსათი, მედიკამენტები და სასმელი წყალი მივაწოდოთ ღაზას და დასავლეთ ნაპირს", - ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics