01:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 14:20:37, 759 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ განათლების პროგრამა მომავლის პროფესიების შესასწავლად

​ტექნოლოგიების საუკუნეში შესაძლებელია, რომ სახლიდან გაუსვლელად დაეუფლო ახალ პროფესიებს და მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „თიბისი“ ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს 9 მიმართულებით.

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია - ვიდეოგრაფია და ფოტოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 650 უფროსკლასელი დაეუფლება.

„თიბისის“ ინიციატივით შექმნილი ტექნოლოგიური განათლების კურსები ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სამთვიანი დინამიური კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ კი უკვე თავად შეძლებენ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. კურსები თავდაპირველად სამი მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა ტექნოლოგიების მიმართ ახალი თაობის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, კურსების არჩევანი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გავხადეთ. შედეგად, შემოდგომიდან, უფროსკლასელებს, ტექ მიმართულების უკვე 9 კურსს ვთავაზობთ“,- განაცხადა ალექსანდრე მაყაშვილმა, „თიბისის“ სტრატეგიული პროექტების ლიდერმა.

„თიბისი“ ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, „თიბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.

„თიბისის“ განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics