01:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 10:31:48, 810 ნახვა

საზოგადოება
ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე განხილულ იქნა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა და პროგრამული სიახლეები.

"კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო მოწოდება ძუძუს კიბოზე სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობაზე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.

კონფერენციის მონაწილეებს მომხსენებლებმა საქართველოში მოქმედი „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნეს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები, მიზნობრივ პოპულაციებში.

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ისე - ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციები და შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებთან, კიბოს სკრინინგში ჩართულ სამედიცინო პერსონალთან, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით  გაიმართა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics