11:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 09:53:35, 704 ნახვა

პოლიტიკა
პატელი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები სტატუსის მოსაპოვებლად

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

პატელის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში",- განაცხადა პატელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics