|
2023-09-29 22:43:52, 824 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. "პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 28 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)