07:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 11:44:10, 642 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კიდევ შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 606 000-მდე ლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სანზონის დასახლებაში, N9 და N25 კორპუსებთან, ასევე, გვაზაურის ქუჩა N4-ის მიმდებარედ განახლებული მოედნები ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

„მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ამ მხრივ, ახალგაზრდების წახალისებას, რისთვისაც საჭიროა მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

კომბინირებულ მოედნებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics