09:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 10:12:14, 678 ნახვა

საზოგადოება
თბილისი „მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ“ ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი „მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ“ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვის პროცესზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ რეფორმებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოში, ევროკავშირისა და ევროკომისიის ორგანიზებით, ასეთი მასშტაბის კონფერენცია ტარდება. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და, ასევე, იმ საკითხების განსახილველად, რაც დღეს ჩვენ წინაშე დგას სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების დანერგვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.

მიმდინარე ღონისძიების მიზანი მონაწილე ქვეყნებსა და მხარეებს შორის მდგრადი სასურსათო სისტემების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო კავშირი და თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით. მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით. რაც შეეხება მდგრად სასურსათო სისტემებს, ეს არის ახალი გამოწვევა კლიმატური ცვლილებების პირობებში, რომლის შესახებაც ახლა ერთად ვსწავლობთ, ვმსჯელობთ. სწორედ ეს არის ამ ღონისძიების მიზანი, რომ გავცვალოთ ჩვენი ხედვები, ცოდნა, გამოცდილება, ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების განსაზღვრისა და შესრულებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერმა, იან ბლუმენდალმა.

კონფერენციაში ევროპის და ცენტრალური აზიის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics