23:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 09:40:01, 1479 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობის შენობები დაზიანდა, გარდა ამისა, განადგურდა მარცვლეულიც.

"სამწუხაროდ, მოხდა დარტყმა. პორტის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს.

თავდასხმამ ოდესის საზღვაო ტერმინალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა",- აღნიშნულია თავდაცვის ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აფეთქების ტალღებმა რამდენიმე სახლში მინები ჩაამსხვრია, დაშავდა ერთი ქალი, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics