09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 12:28:16, 916 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - საქართველოში მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები

საქართველოში, ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. ასევე, გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. 

შეხვედრაზე ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის პროგრესი განიხილეს.

აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია COVID-19-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები - განვითარდა ონლაინ სერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა.

„პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა ტუბერკულოზზე რეაგირების პროგრამებს. თუმცა, პანდემიამდელ პერიოდში, ტუბერკულოზის პროგრამაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო COVID-19-ის ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის სწრაფად ჩამოყალიბებას და ეფექტური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას. მიუხედავად კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველოში პროგრამა უწყვეტად გაგრძელდა,  რათა პაციენტებს ჰქონოდათ უწყვეტი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე.   

აშშ-ს მთავრობის, „გლობალური ფონდის“, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ და „პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზის“ მხარდაჭერით, საქართველომ, დანერგა და გააფართოვა ინოვაციური გადაწყვეტილებები, ტუბერკულოზის აღმოსაფხვრელად. ქვეყანამ, სწრაფად მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები,  გააუმჯობესა ტუბერკულოზის კვლევის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყო მდგრადი დაფინანსება და დანერგა ძლიერი პროგრამა, სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული ინტერვენციების შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics