09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 15:17:28, 947 ნახვა

საზოგადოება
მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ მხარდამჭერ ღონისძიებებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებს - მსხვილ, საშუალო და მცირე მწარმოებლებს, საქართველოში რძისა და ხორცის წარმოების განვითარების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალი მხარდამჭერი ღონიძიებების მიზნები გააცნო.

„მეცხოველეობის დარგის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს.  გვაქვს ხელშემწყობი პროექტები, თუმცა, რძისა და ხორცის წარმოების ზრდის და, ზოგადად, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით არსებითი პროგრესის მისაღწევად, დამატებითი ღონისძიებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ,  დარგის წარმომდგენლებთან აქტიური კომუნიკაციით, მუშავდება სტიმულირების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების ზრდის ხელშეწყობას. მინდა აღვნიშნო, რომ სექტორის აქტიურობაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დაინტერესებული მხარის რეკომენდაციები, შენიშვნები და შეთავაზებები“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის მხარდაჭერის ღონისძიების სქემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშავდება. სამინისტროს მიზანს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და ითვალისწინებს სამ მიმართულებას: მერძეული, მეხორცული, კომბინირებული, სანაშენე ფერმების აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა; მსხვილფეხა ცხოველების სასუქი სულადობის სადგომის მოწყობა და მცირე მეურნეობების ხელშეწყობა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს აქტოვობების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. კერძო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები, რეკომენდაციები და მოსაზრებები, განხილვისა და შეფასების შემდგომ, შესაბამისად აისახება შემუშავებულ პროგრამაში.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics